მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ – კახა კალაძე არჩევნებზე

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ტერორუს შესაძლებლობა არ აქვს და სიტყვიერ ტერორზე გადავიდა.
​როგორც თბილისის მერი წერს, არც ერთი ადამიანი არ განიდევნება საკუთარი განსხვავებული აზრის გამო და
ძალადობა საქართველოში დასრულდება.

“ნაცებს ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვთ და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ. ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ გაბედა ჩვენი კრიტიკაო. მცდელობების მიუხედავად, არ იმალება ნაცებში ძალადობის მოთხოვნილება.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ვერც ანა დოლიძეს, და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის.
ძალადობას საქართველოში მომავალი არ აქვს!”, – წერს თბილისის მერი ფეიბსუქის საკუთარ გვერდზე

მსგავსი თემები