„მეორე ტურის ალბათობა 2 ოლქში არსებობს“ – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს, თუმცა, ამბობს, რომ უპირატესობა „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარესაა. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მეუღლესთან ერთად გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდაზე ისე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. დღევანდელ არჩევნებს, თავისი მნიშვნელობით, ისევე, როგორც ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სწორი არჩევანით ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მეორე ტურის ალბათობა, ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა: „მეორე ტურის ალბათობა 2 ოლქში არსებობს. თუმცა, უპირატეოსობა იქაც ჩვენი კანდიდატების დიდია“.

მსგავსი თემები