“მეორე ტალღას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, უფრო მომზადებულები შევხვდებით” – ინფექციონისტრი

„აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა ერთი სიმპტომის გამოხატვის დროსაც დროულად მიმართონ დაწესებულებას. თუ ეს ასე ზედმიწევნით შესრულდება, ჩვენ ეპიდსიტუაციის კონტროლს შევძლებთ. უნდა დავუშვათ, რომ ინფექცია ისევ არსებობს და მასთან თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 

მისი თქმით, შემოდგომაზე მეორე ტალღა გვექნება და ამას თავიდან ვერ ავიცილებთ.

„დაგროვილი გამოცდილებით, მეორე ტალღას ბევრად უფრო მზად შეხვდება როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო. შეიძლება მანამდე ეფექტური ანტივირუსული საშუალება შეიქმნას, რომელიც ვირუსის მკურნალობას გაგვიადვილებს და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ მალე ვაქცინაც გვექნება. ასე, რომ მეორე ტალღა რაც არ უნდა ძლიერი იყოს მსოფლიო და საქართველოც, ბევრად უფრო მზად შეხვდება, საზოგადოებასაც უკვე აქვს ის უნარ-ჩვევები როგორ უნდა იცხოვროს პანდემიის პირობებში, და ასევე ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც იცის, რა გამოწვევასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა გაუმკლავდეს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მსგავსი თემები