“მეორე ტალღაზე ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა” – ამირან გამყრელიძე

“ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე და მეოთხე ტალღაზე. დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსალოდნელია ევროპაში იყოს მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაც, თუმცა ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ ჯანდაცვის სექტორმა და მთლიანად ქვეყნებმა არის ის, რომ უნდა მოვემზადოთ.

„მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე იყო პირველი ტალღის დროს, რათა ჩვენ უფრო ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, თუ იქნება მეორე და მესამე ტალღა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები