მეზობელი აზერბაიჯანიც კარანტინში მოექცა, სახლიდან გასვლა იკრძალება

აზერბაიჯანის მოსახლეობას სახლიდან გასვლა ეკრძალება. „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მოჭარბებული საფრთხიდნ გამომდინარე, მეზობელმა აზერბაიჯანმაც, საქართველოს მსგავსად, მკაცრი რეგულაციები შემოიღო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბაქოდან აცნობეს, დაცარიელდა ქუჩები და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი სახლიდან გამოსვლა.

„მაღაზიები, კაფე-ბარები, გასართობი ცენტრები, თითქმის ყველაფერი დაკეტილია. ხალხი ქუჩაში არ მოძრაობს, მკაცრი რეგულაციები დააწესეს. სახლიდან გამოსვლაც კი გვეკრძალება. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, ვისაც გამოსვლა შეუძლია. ეს შეძლება იყოს სამედიცინო მიზნებისთვის, პროდუქტებისთვის, ნაგვის გადასაყრელად და ასევე, გარეთ გასვლა შეუძლია იმ ადამიანებს, ვისი მუშაობაც აუცილებელია“ – აღნიშნა აზერბაიჯანული მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

შემოღებული მკცრი წესების დაცვას სამართალდამცველები აკონტროლებელი,მრომლებიც ქალაქის ქუჩებში ინტენციურად პატრულირებენ.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანში „ახალ კორონავირუსს“ 4 ადამიანი ემსხვერპლა.    

მსგავსი თემები