„მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება” – დავით ჭიჭინაძე

“მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად შემოდის” – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და ამბობს, რომ ამჯერად, ფსონი მამუკა ხაზარაძეზე იდება. 

“დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის – „არა მიშა“ –  შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე, მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება.  როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით. თუმცა, ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წართმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს“ – აღნიშნავს დეპუტატი. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ, საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა.  

მსგავსი თემები