„მედპერსონალის დაინფიცირება კიდევ მოხდება“ – პაატა იმნაძე

„ოდნავი დარღვევაც კი აღჭურვილობის გამოყენებაში შეიძლება გახდეს ინფიცირების მიზეზი“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იმნაძე მედპერსონალის დაინფიცირების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ აიცილა.

„ვიცით სამწუხარო რეალობა, რომ ბევრ ქვეყანაში მედპერსონალი დგება რისკის ქვეშ. მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები კიდევ გვექნება. ძალიან ძნელია ტავი დაიცვა ბოლომდე, როცა კონტაქტი გიწევს დაინფიცირებულთან.ოდნავი დარღვევაც კი აღჭურვილობის გამოყენებაში შეიძლება გახდეს ინფიცირების მიზეზი.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები