მედიაში ბილწსიტყვაობა, შესაძლოა, კანონმდებლობით აიკრძალოს

საქართველოს საპატრიარქო, მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირბით სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.

როგორც მამა ანდრიამ განაცხადა, ჯგუფში არასამთავრობო სექტორიც შევა და მხოლოდ სასულიერო პირებით არ შემოიფარგლება.

„საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფს შექმნა ნამდვილად იგეგმება. საუბარი არ არის მხოლოდ სასულიერო პირებზე. მის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირებიც იქნებიან, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულები.ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზება მოხდეს, კერძოდ, იქ, მსგავს პრობლემას როგორ არეგულირებენ, რომ სატელევიზიო სივრციდან დიდი ოდენობით აგრესია, ძალადობა და უხამსობა არ მოდიოდეს,” – განუცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

არც საკანონმდებლო ორგანოში და არც საპატრიარქოში გამორიცხავენ, რომ მსგავსი საკითხის დასარეგლირებლად საკანონმდბლო ჩააწერაც გახდეს საჭირო.

მსგავსი თემები