“მეგონა უკვე შეიწყალეს, არა?!” – მეუფე გრიგოლი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე  გრიგოლ კაციამ არ იცის, შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილიმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

მეუფე გრიგოლი პრეზიდენტს ურჩევს, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, რათა ის ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდეს.

“მეგონა უკვე შეიწყალეს – არა?! სინოდმა მიიღო გადაწვეტილება შეწყალებაზე. მე მგონია უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა და ახალ წელს სახლში შეხვდეს”, – განაცხადა მეუფე  გრიგოლმა.

მსგავსი თემები