„მეათე მოწვევის პარლამენტს ექნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი რეგლამენტი“ – გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, სწორედ ამ მიზნით  აუცილებელი გახდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განხილვა.

„ცვლილებათა პროექტი რეგლამენტში უკვე პირველი მოსმენით გვაქვს მიღებული. კიდევ ერთხელ განვმარტავ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობაში მოვიდეს პარლამენტის რეგლამენტი იმისათვის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე ჰქონდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი რეგლამენტი, ვინაიდან იცვლება ფრაქციათა დაკომპლექტების წესი, საპარლამენტო ოპოზიციის ცნება და ა. შ.“, – განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოადგენს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას.​

მსგავსი თემები