მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბაში მტკნარმა წყალმა იკლო, ტბის ნაწილი კი დეგრადირებულია

ფოთში, მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბაში ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლის კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. თითქმის გადაშენების პირასაა უნიკალური სახეობის თევზები. 

მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. ამის გამო მომრამვლდნენ ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის.

პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიკური რეჟიმის აღდგენის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. არხებისა და მდინარეთა ფსკერზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასისა და ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნასა და პალიასტომის შენაკადების დაბინძურებას იწვევს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობასა და პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას. ასევე, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას.

ამასთან, მისი თქმით, მდინარე კაპარჭის დასუფთავება თებერვალში დასრულდება. 

პროექტის ღირებულება 1,5 მილიონ ლარია.

მსგავსი თემები