“მგონი დროა ოპოზიციაში გადმოხვიდეთ” – ლევან კობერიძე პრემიერს

ლევან კობერიძე გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლას სთავაზობს. დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრი მის კითხვებზე პასუხისას კობერიძეს თითქმის ყველაფერში დაეთანხმა.

„ძირითადში, გამოვიდა, რომ ყველაფერში მეთანხმებით და მე მგონი ოპოზიციაში რომ გადმოხვიდეთ, დროა, რადგან რეალურად თქვენ თვითონ აღიარეთ, რომ ერთი წელია უკვე 150 მილიონი, რომელიც არის ბიუჯეტიდან ფაქტობრივად მოპარული, არ დაბრუნებულა და ვერ დაბრუნდა. ისიც აღნიშნეთ თქვენ თვითონ, რომ 9 თვე გავიდა უკვე, იმდენი ხანია ის გამოძიება მიმდინარეობს, რომ, შესაბამისად, ის ადამიანები დაკავების ადგილასაც კი აღარ არიან“, – განაცხადა კობერიძემ.

ამასთან, კობერიძემ გახარიას ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა, რომელიც პარლამენტში არ მივიდა.

მსგავსი თემები