“მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო”- მეუფე გრიგორი

“სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, თუხთუხებს, მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა

მეუფე გრიგოლის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ის ამ დრომდე ციხის საავადმყოფოში მკურნალობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი და გადაადგილება არ შეუძლია. 

მსგავსი თემები