„მგონია, ეს  ვირუსი ქართულ გენოტიპთან არც ისე ცუდ კომბინაციას ქმნის“ – ზურაბ გურული

„ვირუსი თავიდანვე იქცეოდა ძალიან უცნაურად, სხვადასხვა ქვეყნებში სხვდასხვანაირად მოიქცა,მგონია, ეს ვირუსი ქართულ გენოტიპთან არც ისე ცუდ კომბინაციას ქმნის“ – ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა  ზურაბ გურულმა განაცხადა.

ზურაბ გურული ვირუსის თავისებურებაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ახალი კორონავირუსი ქვეყნებში სხვვადასხვანაირად განვითარდა. ამერიკაში მოღვაწე ექიმი ქართველი მედიკოსების პროფესიონალიზმზეც საუბრობს.

„შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში გამატარონ იმკის გამო, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ეს ვირუსი ქართულ გენოტიპთან არც ისე ცუდ კომბინაციას ქმნის, ვიქნები ოპტიმისტი და პოზიტიურად განვეწყობი. აქვე უსინდისობა იქნება, რომ არ ვახსენო, ქართველი ექიმების ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი“ – განაცხადა ზურაბ გურულმა.

პროფესორი მსოფლიოში განვითარებულ დრამატულ მოვლენებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლზეც საუბრობს. ზურაბ გურული თვლის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის გამოცხადება დააგვიანა.

„ინფორმაციის მიღების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იქცეოდა არა, როგორც ჯანდაცვის ორგანიზაცია, არამედ ,ისინი მოიქცნენ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. მათი მხრიდან პანდემიის გამოცხადებაც დაგვიანდა და შესაბამისად დაგვიანდა ქვეყნებში ზომების მიღებაც, როდესაც პროფესიონალი ხარ და იცი საქმე გაქვს სრულიად უცნობ ვირუსთან უფრო ორგანიზებულად უნდა იმოქმედო. მე როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვეთანხმები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიას.“ – განაცხადა ზურაბ გურულმა.

მსგავსი თემები