მგზავრმა ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლი თაღლითობაში ამხილა


​თბილისის
მიკროავტობუსების მძღოლებს მგზავრები თაღლითობაში ხშირად ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში კონკრეტული ფაქტის შესახებ წერს, თუ როგორ შეჰყავდა მძღოლს მიკროავტობუსის მგზავრები შეცდომაში და აიძულებდა მათ 0,65 თეთრის ნაცვლად 0,80 თეთრი გადაეხადათ.

” მეგობრებო! დღეს მიკროავტობუსით მგზავრობისას მძღოლი მგზავრებს გვაფრთხილებდა, რომ ბარათის წამკითხველები არ მუშაობდა და მგზავრობის საფასურის ქეშად გადახდას მოითხოვდა. ყველამ იცით,რომ ბარათის განმეორებით გადახდის შემთხვევაში მგზავრობაზე ფასდაკლება მოქმედებს და 0,80 თეთრის ნაცვლად 0,65 თეთრი გეჭრება. ჩასვლისას ბარათით მაინც გადავიხადე და აღმოჩნდა, რომ ბარათის წამკითხველი სულაც არ იყო დაზიანებული, მგზავრობის თანხაც ჩამოიჭრა ანგარიშიდან. ასე რომ, თუ რომელიმე მძღოლისგან მსგავს რამეს მოისმენთ, ნუ დაიჯერებთ… ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მაინც გადაიხადეთ ბარათით და ისარგებლეთ კუთვნილი ფასდაკლებით…” – წერს მოქალაქე ფეისბუქში.

როგორც მოგვიანებით სტატუსის ავტორმა “მთავარს” განუცხადა, მძღოლის ნათქვამის სისწორეში ეჭვი იმიტომ შეიტანა, რომ ბარათის წამკითხველი ჩვეულებრივ ანათებდა. ​მიკროავტობუსის ნომერს შეგნებულად არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ყაზბეგის გამზირზე გააჩერა, განმეორებით უწევდა მგზავრობა.

მსგავსი თემები