მოსკოვის რეგიონალური დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

მოსკოვის რეგიონალური დუმის დეპუტატი ივან ჟუკოვი, 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, მას კოვიდ-19 დაუდასტურდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 4 785 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 36 793-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

24 საათის განმავლობაში COVID-19-მა ქვეყანაში კიდევ 40 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 313-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 057 პაციენტი.

მსგავსი თემები