“მაშინდელმა ტენდენციურობამ დამაზარალა…რატომ მიიჩნიეთ, რომ უსამართლოდ ჩატარდა პროპორციული არჩევნები”? – სიმონ ნოზაძე მოსამართლეობის კანდიდატს

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ, მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს, მის მიერ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეახსენა და კითხვით მიმართა თუ რატომ მიიჩნია, რომ უსამართლოდ ჩატარდა პროპოციული არჩევნები.

„როგორც ვიცი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინდელმა ტენდენციურობამ დამაზარალა, მაგრამ აქ საკითხი ჩემზე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე ამას ერთგვარი გაგებით ვეკიდები – მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთი შეიქმნა, ალბათ ასე სჭირდებოდა მაშინდელ სახელმწიფოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. სამართლებრივი პასუხი ამ საკითხზე 16 წელია, ვერ მივიღე. ძალიან მაფიქრებს ეს საკითხი. რატომ მიიჩნიეთ პირადად თქვენ, რომ უსამართლოდ ჩატარდა პროპორციული არჩევნები და სამართლიანი იყო მაჟორიტარული არჩევნები. იქნებ ორივე დაგენიშნათ, პროპორციულიც და მაჟორიტარულიც“,- მიმართა ნინო ქადაგიძეს სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი თემები