მაშველებმა, ჯანდარის ტბაში ორი ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ​ჯანდარის ტბაზე, მაშველებმა დაკარგული ორი ცხედარი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი. საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. “, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცები მეთევზეები არიან. ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ.




მსგავსი თემები