მაშველებმა „ცხენისწყლის“ არხში მეორე გვამიც იპოვეს

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ამ წუთებში აცნობეს, მაშველებმა არხში მეორე ადამიანის გვამიც იპოვეს და ამოიყვანეს.

შეგახსენებ, რომ ავტომანქანა  ცაგერში, სოფელ ჩხუტელში არხში გადავარდა, სადაც 3 ადამიანი იყო. ერთის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.   

მსგავსი თემები