მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტი მესტიაში განიხილეს

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტი, დღეს მესტიაში განიხილეს, ხვალ კი საჯარო განხილვა ცაგერში გაიმართება. სტრატეგიის ანხილვებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში” და მუნიციპალიტეტი სწარმომადგენლები მონაწილეობდენ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის მიზანია ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება. პროექტში ხაზგასმულია, რომ ამ მიმართულებით საგანგებო პოლიტიკის გატარებამ მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას და ოჯახების დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.

ამ ეტაპზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1 730 დასახლებას. კანონის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წლის განმავლობაში 9 თვის და მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს ასეთ არეალში, ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და სარგებლობს დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით.

მსგავსი თემები