“მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა” – თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი, პირდაპირი ეთერით  ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გინებას შურის გაღვივების მცდელობად აფასებს.  

“მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვგმობ გუშინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ორ ხალხს შორის შუღლის გაღვივების მიზანმიმართულ მცდელობას. მივიჩნევ, რომ ეს არის ისტორიულად ცნობილი,  მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა მსოფლიოს თვალში.  ვთვლი, რომ შუღლის გაღვივების მცდელობისათვის, შესაბამისმა უწყებებმა, კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამ ფორმით მაუწყებლობაზე, აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ”, – აცხადებს თამაზ გაიაშვილის.

ბიზნესმენი საქართველოში არ  იმყოფება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში აღნიშნა, განცხადებას, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ გააკეთებს.

მსგავსი თემები