მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება

განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება, რაც მიზნად ისახავს, განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდას და მასწავლებლების ბიუროკრატიისგან გათავისუფლებას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სქემაში ცვლილება განპირობებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად, რადგან პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლეებზე ორიენტირება, ახალი მიდგომების დანერგვა, მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.

„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი, ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები