მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიამ, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება. 

ახალი გზა 4-ზოლიანი იქნება, ორი ზოლი ერთი მიმართულებით, ორი ზოლი – საპირისპირო მიმართულებით. 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს და 7 თვის ვადაში დასრულდება.

„ახალი გზა მოძრაობას განტვირთავს. ბევრი ადამიანი სარგებლობს მაჭავარიანის ქუჩით, რომელიც საკმარისი არ არის. კონკრეტულად „აგროჰაბსა“ და  „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იქნება ჩასასვლელი, სადაც შეუერთდება მარშალ გელოვანის გზას. ეს იქნება ბეტონის გზა თავისი განათებებით, წყალამრიდებით და  ყველანაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები