მარტში საქართველოში 67 472-ით მეტი ტურისტი შემოვიდა – 2018 წლის მზარდი ტენდენცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 13,2%-ით გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ დღეს, ერთი თვის სტატისტიკური შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მარტში, საქართველოში 578 514 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 67 472-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან 133 448, სომხეთიდან 109 371 თურქეთიდან 100 721 რუსეთიდან 91 529 და ირანიდან 58 828 განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით, მარტში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35% და საფრანგეთი +25%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – +78%, ჩინეთიდან – +62%, ირანიდან – +46%, ინდოეთიდან – +43% და აშშ-დან – +35%.

მსგავსი თემები