მარნეულში 60 000-მდე ადამიანი შემოწმდა

ბოლნისისა და მარნეულის რაიონები კვლავ მკაცრი კარანტინის რეჟიმშია. ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ორივე მუნიციპალიტეტში 60 000-მდე პირი შემოწმდა, ხოლო ყველა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი COVID 19-ზე უარყოფითია. მისივე ინფორმაციით, რეგიონში ნებისმიერი ზომის სავაჭრო დაწესებულება სრულად არის მომარაგებული საჭირო პროდუქციით და დეფიციტის პრობლემა არ დგას.  

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან მოეწყობა საველე მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, კომფორტულად იმუშაონ.

მსგავსი თემები