მარნეულში „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, „ჯეოჰოსპიტალსის“ ექთანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

კლინიკაში პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ მიიღეს.

როგორც „ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმები განმარტავენ, კოვიდინფიცირებული ექთნის კონტაქტები დადგენილია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი თემები