„მარნეულში და ბოლნისში ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ შექმნილა, დაემთხვა დასვენების დღეები“ – კომპანია „ჯიბე“ (ვიდეო)

„ვფიქრობ, რომ მარნეულში მომხდარი პრობლემა აღმოფხვრილი და მოგვარებულია და დღეს 10 მანქანა იქნება ადგილზე. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ზარალზე მივდივართ და პროდუქციას იმ ფასადაც ვერ ვყიდით რა ფასადაც ვყიდულობთ“ – ამის შესახებ კომპანია „ჯიბე“ -ს დირექტორმა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ლევან დავითაძე იმ პროცესებზე საუბრობს, რაც პროდუქციის რეალიზების დროს ხდება, მისივე ინფორმაციით მარნეულში დღეს კომპანია 10 მანქანას გაგზავნის.

„მარნეულში, ჩემი აზრით, პრობლემა არ შექმნილა, კვირა და ორშაბათი იყო დასვენება, პარასკევს დაახლოებით 16 ტონა სურსათი შევისყიდეთ. შაბათი და კვირა დაემთხვა დასვენება და ამ პერიოდში კიდევ დაგროვდა მოსავალი. სამშაბათს უკვე გაიგზავნა მანქანები. ასევე, უნდა ვთქვა, რომ აქ არანაირ ექსკლუზივზე არაა საუბარი, გააჟღერა ლევან დავითაშვილმა შეთავაზება და მიმართა ნებისმიერ ორგანიზაციას, ვინც აკმაყოფილებდა სანიტარულ ნორმებს, გამოიტანოს პროდუქცია. ჩვენ, პარასკევს შევისწყიდეთ 16 ტონა და დასჭირდა რამდენიმე საათი იმ მოცულობის მობილიზებას, რა მოცულობაც პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით დაგროვდა. დღეს დაგეგმილი იყო 8 მანქანის ჩასვლა და ორი მანქანის დამატებამაც მოგვიწია. პროცესი უკვე მიმდინარეობს, მაქსიმუმ 100 ტონა სურსათის შესყიდვაზეა საუბარი. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ზარალზე მივდივართ და პროდუქციას იმ ფასადაც ვერ ვყიდით რა ფასადაც ვყიდულობთ.

დასვენების დღეების გარდა პროდუქცია ყოველდღიურად გამოგვაქვს, საშუალოდ, ეს წინა კვირაში იყო 12 ან 20 ტონამდე და სამშაბათიდან წამოვიდა დიდი მოსავალი და ეს უკვე იქნება 100 ტონის ფარგლებში. შემდეგ, ნელ-ნელა იწურება მარნეული და ბოლნისი და გადავალთ ლაგოდეხისკენ,“ – განაცხადა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კომპანიის დირექტორი იმ პროცედურებზეც საუბრობს, რაც რეალიზაციის დროს მოცემულ სიტუაციაშია:

„საგანგებო მდგომარეობის და შეფერხებული მოძრაობის გამო სურსათის მარაგები შტაბების მეშვეობით გადანაწილდება. ჩვენი წარმომადგენლები ჩადიან ადგილზე, ელაპარაკებიან გლეხებს, შესყიდვა ხდება საბაზრო ფასის შესაბამისად და ხდება შეთანხმება,“ – განაცხადა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები