მარნეულსა და ბოლნისში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება

მარნეულსა და ბოლნისში, სადაც უკვე მე-7 დღეა კარანტინია, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება.

სამართალდამცველები გაძლიერებულ პატრულირებაზე გადადიან და იზოლაციის დამრღვევ პირებს აჯარიმებენ.

პარალელურად მკაცრი კონტროლია მუნიციპალიტეტში შესასვლელ და გასასვლელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე. 

“დღეს დასკვნას ელოდება ის 6 პირი, რომელთაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ. გუშინ საღამოს დაემატა 3 ადამიანი, რომელთა საკვლევი მასალაც ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება. რადგან წყაროები დადგენილი არ არის და შიდა გადაცემები ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ადამიანების გადაადგილებისა და კონტაქტის კონტროლი გამკაცრდა. გუშინ საკმაოდ ბევრი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა, ამ გამკაცრებულმა პრევენციამ კი, მეტი ეფექტი გამოიღო და ქუჩები დღეს ფაქტობრივად ცარიელია,” – განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. 

მსგავსი თემები