მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პატიმრობაში რჩება

ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვა,  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა კვლავ ძალაში რჩება. მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა აბაზოვისა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა.

დაცვის მხარე თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას ვერ ხედავს. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, თამურ აბაზოვის მიმართ დანაშაულის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, რაც ნაწილობრივ შესრულდა კიდეც. მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი  ერთადერთი პირის, ელჩინ ალახვერდოვის  ჩვენებაა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის ახალგაზრდა მერი თემურ აბაზოვი 11 ივნისს დააკავეს ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ძალადობის ქმედების გამო. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის მიზეზი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად მოხსენიება და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც, მარნეულის მერმა მასზე იძალადა და საკუთარი შარდით პირი დააბანინა.

მსგავსი თემები