მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა ისინი მარნეულში მუშაობდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები