მარნეულის მერიასთან სამართალდამცველები მივიდნენ

მარნეულის მერიასთან, სადაც მოსახლეობა შეიკრიბა, სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა მოსახლეობას დისტანციის და საკარანტინე რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს. შსს-ს ინფორმაციით პოლიცია აქტიურად პატრულირებს მარნეულში, სამართალდამცველები ამ ლოკაციაზეც რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დახმარება გარკვეული ჯგუფებისთვის არის და ისინი ამ დახმარებას მიიღებენ

მსგავსი თემები