“მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები საფრთხეს არ ქმნის” – სოზარ სუბარი

“მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა თბილისიდან მანქანა ჩადის მარნეულში, რომელმაც უნდა შეიტანოს სურსათი, ის სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაიტვირთება და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ შეხება არ ჰქონდეთ ადამიანებს შემსვლელ მანქანაზე.

„მე ბევრჯერ ველაპარაკე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს, ექსპერტებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან, კარტოფილი იქნება, ხახვი, მწვანილი არანაირი საფრთხე არ არსებობს. ჩვეულებრივად მინდვრიდან რომ პროდუქცია მოდის, ისედაც ვამუშავებთ ყველანი, ვრეცხავთ. თუ კი ადამიანს მიწა აქვს მოშორებით და მანქანით გადაადგილდება, ორზე მეტი ადამიანი ერთ მანქანაში არ უნდა იყოს. თუ საუბარია იმაზე, რომ ტაქსი გააჩერეს, ამ შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ ორი ადამიანი იყოს და პლუს მძღოლი, მაგრამ ეს ორი ადამიანი უნდა იყოს უკან”, – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები