“მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგენს” – თენგიზ კალანდაძე (ვიდეო)

„მოვუწოდებ მომხარებელს თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი ექნებათ ვადაგასული პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით  დაუყოვნებლივ  გვაცნობოს“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.

კალანდაძე მოსახლეობას პროდუქტის შენახვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევს. სპეციალისტი აცხადებს, რომ ბოსტნეული და ხილი სათანადოდ უნდა გაირეცხოს, მისივე ინფორმაციით ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის შესახებ დღეს ქართულ ბაზარზე პრეტენზიები არ დაფიქსირებულა. კალანდაძის ინფორმაციითვე მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგენს.

„პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგენს. მას სჭირდება შესაბამისი დამუშავება და შანახვა. ხილი და ბოსტნეული უნდა გაირეცხოს სათანადოდ, მიუხედავად იმის, რომ მოსახლეობის უმეტესობამ პროდუქტის საკმაოდ დიდი მარაგი შეიძინა, ჩვენთან არ დაფიქსირებულა არანაირი შეტყობინება ვადაგასული პროდუქტის რეალიზებაზე, ყოველი ასეთი შემთხვევა იქნება სათანადოდ რეაგირებული“ – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები