მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხივე ტესტის პასუხი უარყოფითია

მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ განუცხადეს. ექიმების ინფორმაციით, დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ რამდენიმე პაციენტს აუღებენ ნიმუშებს და ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევა უკვე მეოთხე დღეა, არ დაფიქსირებულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ით ჯამში 15 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა, რვა პაციენტი კი მკურნალობას სტაციონარებში გადის.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 31-ე დღეა, რაც წითელ ზონად არის გამოცხადებული და მკაცრი საკარანტინე ზომები მოქმედებს.

მსგავსი თემები