მარიხუანის პრობლემა სკოლებშიც აქტუალურია, მასწავლებლებიც მოგვმართავენ – დეპუტატი 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მოზარდებში მარიხუანის მოხმარების ზრდის დინამიკა მყარად მზარდია, პრობლემა უკვე სკოლებში შეიჭრა აქტიურად, იმდენად, რომ მასწავლებლები მოგვმართავენ და გვთხოვენ დახმარებას, მივიღოთ სასწრაფო ღონისძიებები საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას, თორემ უახლოეს მომავალში ასე რომ გაგრძელდეს, კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ.

” ეს არის შედეგი, იმ ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. არ ვიცი, იმათ შვილები, შვილიშვილები არ ჰყავთ? ხომ უნდა დაფიქრებულიყვნენ ადამიანები ამ გადაწყვეტილების უმძიმეს შედეგებზე. აქედან გამომდინარე მიუღებლად მიმაჩნია მარიხუანის კულტივაციაზე  მსჯელობაც კი, მით უმეტეს, რომ ცნობილია ქართული საზოგადოების პოზიცია, ის წინააღმდეგია”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მისი აზრით, ნარკოტიკებით ვაჭრობა იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ ის ლეგალურია ან არალეგალური, ნარკოტიკებით ვაჭრობა მიაჩნია უზნეობად. საკონსტიტუციო სასამართლომ კი მარიხუანის მოხმარება ლეგალურ უზნეობად აქცია.

“ყველა ნარკომოვაჭრე მდიდარია, ეს შესაძლოა იყოს შემოსავლის წყარო, მაგრამ მისი მავნებლობაც ხომ გასათვალისწინებელია, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანისა და სოციალური თვალსაზრისით”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მსგავსი თემები