„სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ლეგალური“ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ის ქვეყნები დაასახელა, სადაც მარიხუანას სამედიცინო მიზნით კულტივაცია ლეგალურია და აღნიშნა, რომ მკაცრი რეგულაციების ფარგლებში, მარიხუანას კულტივაცია საქართველოშიც შესაძლებელია.

„ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას, მკაცრი რეგულირების ფარგლებში მოვაქციოთ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის საკითხი. საჭიროა ეფექტური რეგულაციები. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია ლეგალურია, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები“, – აღნიშნა შს მინისტრმა ალექსანდრე გახარიამ.

მინისტრის განმარტებით, მკაცრი კონტროლის ფარგლებში სამედიცინო მარიხუანას კულტივაცია პრობლემებს არ შექმნის: „იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციისა და კონტროლის საშუალება, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წახალისებისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ.

მსგავსი თემები