მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლი დრო იზრდება

მოქალაქეებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, შესაძლოა, უფრო მეტი დრო მიეცეთ. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან 1 კალენდარულ წლამდე იზრდება.

პროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, პარლამენტში უკვე წარდგენილია.

„თუ არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ეს ვადა 1 კალენდარულ წლამდე გაიზრდება და მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება 1 წლის განმავლობაში ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე, რომ თავიდან არ მოუწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა (მაშინ, როცა დღეის მდგომარეობით, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ვერ ჩააბარებს პრაქტიკულ გამოცდას, მას თავიდან უწევს თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა)“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი თემები