მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბანერის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, ბანერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მერაბ ქვარაიას ბიუროს ოფისის კედელზე, სადაც დეპუტატის ბანერი ეკიდა, წარწერა „მონა“  კვირა დღეს გაჩნდა.

როგორც ბიუროს უფროსმა ირაკლი ბაღათურიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  საგამოძიებო ორგანოს თავად ბიუროს წარმომადგენლებმა მიმართეს. მისი თქმით, შს სამინისტრომ ბანერი, როგორც ნივთმტკიცება წაიღო.

„კვირა დღეს გაჩნდა წარწერა ბანერზე. ამის შესახებ, როდესაც შეიტყვეს ბიუროს თანამშრომლებმა მივიდნენ ოფისში და გამოიძახეს პოლიცია, რომლებმაც ნივთმტკიცების სახით წაიღეს ბანერი. პოლიციამ გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. ვინ გააკეთა არ ვიცით. ბიუროს კედელზე კამერები არაა დამონტაჟებული, შესაბამისად არ ვიცით ვინ გააკეთა,“ – განუცხადა ირაკლი ბაღათურიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები