მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა

“მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

“მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. დღეს არსებული რეგულაციით კერძო სკოლებს აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება”, – განაცხადა დგებუაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება სწორედ შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთა.

მსგავსი თემები