მამუკა ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პატრიარქთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო “ლელოს” მიზნებს და ამოცანებს და ანაკლიის პორტს.

“ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები