“მამუკა ხაზარაძეს, არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები” – კახა კალაძე

“მამუკა ხაზარაძე რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება, გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე, მიესალმება, ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ჭორაობითაა დაკავებული.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ იმის დემონსტრირება გააკეთოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და პროექტის განხორციელება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები