მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ 12 ახალი წევრი წარადგინა

„ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა.

საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ: ბიზნესმენი კახა ხაზარაძე, ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი ნატალია ბარათელი, რესტორატორი და სომელიე ლევან ქოქიაშვილი, ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კე-დე-ვეს“ გენერალური დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენი ვაჟა სამადბეგიშვილი, პოეტი და მხატვარი ლაშა მარგიანი, ფილოლიგი და მთარგმნელი მარიამ თავაძე, ბიზნესმენი ალექსანდრე რატიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ლევან ლომთაძე, პროფესორი გიორგი ბიჭიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიორგი მჭედლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი კუცია, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ აფსარიძე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მოძრაობის ერთ-ერთი ახალი წევრი კახა ხაზარაძე მისი ბიძაშვილი და ბიზნესპარტნიორია.

ღონისძიება მწვანე ქალაქში ლისზე გაიმართა.

მსგავსი თემები