მამუკა მდინარაძე, 2008 წელს მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერ დეპუტატთა სიას აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროპის საბჭოს მიერ 2008 წელს მიღებული რეზოლუციიდან ამონარიდს ავრცელებს:

“2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან… იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ(!)… მოღალატეა, ვინც ამას ხელს მოაწერს ან მხარს დაუჭერს! მეთანხმებით თუ არა?!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, მამუკა მდინარაძემ იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2008 წელს ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს.

“​მხარდამჭერები – გიორგი კანდელაკი; გოკა გაბაშვილი; ჩიორა თაქთაქიშვილი; დავით დარჩიაშვილი და გიორგი თარგამაძე.​ ეს ხალხი და მისი თანაგუნდელები აპროტესტებენ ოკუპაციას, მის შედეგებს, ოკუპაციის მსხვერპლთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო განცხადებებს…”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები