მამა გიორგის შეწყალებაზე უარი უთხრეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. შეწყალების კომისიამ მამა გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია არ გასცა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, დეკანოზს სასჯელის ნახევარი არ მოუხდია და შესაბამისად, ის შესაწყალებელტა სიაში ვერ მოხვდებოდა.

”გიორგი მამალაძის საქმეს კომისიამ განსაკუთრებული წესით განიხილა. მას სასჯელის ნახევარი არ აქვს მოხდილი, არადა, შეწყალების პროცესის დებულება სწორედ ამას ითვალისწინებს. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზირია”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მსგავსი თემები