მამა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავარში” სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა – რა წერია საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილში?! 

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“  1982 წლის სკანდალური დოკუმენტით მივიდა და განაცხადა, რომ სოდომური ცოდვის შესახებ 1977 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ ღიად ითქვა, თუმცა, მას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.

„ჯერ კიდევ ჭყონდიდის ეპარქიიდან წამოსვლამდე დავაანონსეთ, რომ 1977 წლიდან დღემდე, იმ ცოდვასთან დაკავშირებით, რაც ღიად ითქვა და ვთქვით, თუ რაიმე იქნებოდა კავშირში აუცილებლად გავაცნობდით მრევლს, საზოგადოებას და ნამდვილად, ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მრავალი აღმოჩნდა ასეთი“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გაასაჯაროვა, არის წერილობითი მიმართვა საპატრიარქოს აღნიშნულ სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით.

„ამ ცოდვასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს წერილობითი მიმართვა ჯერ კიდევ 1982 წელს გაეგზავნა. ამ წერილს, რომელიც ხელშ მიჭირავს,  5 ეპისკოპოსი აწერს ხელს. ისინი მოითხოვდნენ, საპატრიარქო ნი მფარველობდა სოდომური ცოდვით შეპყრობილ სასულიერო პირებს და ითხოვდნენ ამ ადამიანების განკვეთას. ერთ-ერთი ერთი აქ დასახელებული პირთაგანი მოქმედი ეპისკოპოსია, რომელზეც რეაგირება არ ყოფილა და შესაბამისად არც განკვეთილა. კარგად იცით, რომ საეკლესიო კანონმდებლობით ეს არის უდიდესი ცოდვა“ – განაცხადა მღვდელ-მინაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ჟურნალისტების კითხვას, დაესახელებინა კონკრეტული მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებიც აღნიშული ცოდვით არიან შეპყრობილები, მამა ანდრიამ თავი შეიკავა.

„ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით. ამიტომ, სახელს და გვარს არ ვამბობ შეგნებულად, რადგან ჩვენთვის მნიშვნლოვანი არ არის პიროვნების დასახელება და მათ წინააღდეგ ბრძოლა. აქ საუბარია, რომ ეკლესიის შიგნით აღმოიფხვრას ეს ცოდვა. ეკლესია არის წმინდა დაწესებულება, ეკლესია არის სხეული უფლისა, მაშინ შეუძლებელია ეკლესიის შიგნით ბოროტებას მივცეთ სივრცე. ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ და პირში სული გვიდგას, მანამდე შეუძლებელია შევეგუოთ ამ მავნებლობას. ამიტომაც, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა რომ ის პირები გამოკვლეული იქნას. სამწუხაროდ, იმ დროიდან მოყოლებული, სინოდზე, ამ თემის განხილვა არც ერთხელ მომხდარა“ – განაცხადა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები