მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია.

ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ამ დროისთვის სამართალდამცველთა ოპერაცია დასრულებულია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა.

შსს-ს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებული, დაკავებული ვარკეთილში მცხოვრები 46 წლის დავით ივანოვია.

მსგავსი თემები