მამაკაცი, რომელმაც მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, დააკავეს

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო, რის გამოც ძაღლის მდგომარეობა მძიმეა.

ძაღლი თბილისში ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობა და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები