მამაკაცი პირველ სართულზე ჩაიკეტა და ისვრის. ვარკეთილში მობილიზებულია სასწრაფო, პოლიცია და სპეცრაზმი

მამაკაცი შუამთის ქუჩაზე, ვარკეთილში, კორპუსის პირველ სართულზე ჩაიკეტა და ისვრის, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია, როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი აცხადებს პიროვნებამ, რომელიც სავარაუდოდ  ნასვამ მდგომარეობაშია რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა.

„პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამოდენიმე გასროლა უმისამართოდ, პერიმეტრზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, დაშავებული არავინ არაა და კონკრეტულად არავის მისამართით არ განუხორციელებია სროლა, მისი ოჯახის წევრები არიან უსაფრთხოდ, ამ ეტაპისთვის ამ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ტელეფონის საშუალებით,“ – განაცხადა საპატრულო პოლიციის  უფროსმა ვაჟა სირაძემ.

კორპუსში ჩაკეტილი მამაკაცი 46 წლამდე ასაკისაა. საპატრულო პოლიციის უფროსის განმარტებით პიროვნებას კონკრეტული მოთხოვნა არ აქვს.

მსგავსი თემები