მალარიის გადამტანი კოღოებისთვის, საბურავებში იდეალური პირობებია

კოღოები და მისგან გადამდები მძიმე დაავადებები ზაფხულის სეზონისთვის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მალარია, ერთ-ერთი დაავადებაა, რომლის გადამტანი კოღოა. კოღოს გამრავლების ბუდე კი საბურავები და წყალია.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საშიშია სწორედ ის ადგილები, სადაც მეორედი გამოყენების საბურავებია დაგრივილი.

„პრობლემა განსაკუთრებით ეხებათ საბურავების საწყობებსა და ავტომექანიკოსების, სადაც საბურავები ყრია. საბურავებში, წვიმის დროს, წყალი გროვდება, რაც ზედმეტად იდეალური პირობებია კოღოს გასამრავლებლად. დაავადების გადამტანი კოღოები სწორედ იქ მრავლდება. თავის და საზოგადეობის დაცვა ძალიან ელემენტარულია – გადააფარონ საბურავებს რამე, რომ შიგნით წყალი არ ჩადგეს და კოღო აღარ გამრავლდება“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, მთელი შავი ზღვის სანაპირო მუშავდება კოღოს საწინააღმდეგო წამლით. რადგანაც კოღოებს დამდგარი და დაგუბებული წყალი იზიდავს, პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, წყლის რეზერვუარები იყოს დახურული.




მსგავსი თემები