მაკო გომურის განცხადებით, პარლამენტში მიწვევის შესახებ არაფერი იცოდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ ტყუილია.

“ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული ინფომრაცია, მაკო გომურმაც უარყო და “სოციალურ ქსელში” დაწერა, რომ მან, პარლამენტში საშვის დაშვების შესახებაც კი არ იცოდა .

„არ ვარ ტიფლისში არა, გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა“, – წერს ფეისბუქზე მაკო გომური.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქციის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატს ხვდებოდნენ.

მსგავსი თემები